ნივთის დაბრუნება
განახლებულია: 14 ნოემბერი, 2026
ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება
ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ნებისმიერი მიზეზით, პერსონალიზებული ნივთების გარდა.
პერსონალიზებული ნივთების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილია პროდუქტის დეფექტი ან საწარმოო ხარვეზი.
ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა
ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი არხით:
- ელფოსტა: info@lemann.fashion
- ტელეფონი: +995 555 742 727
- Instagram ან Facebook — მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე.
შეტყობინებაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი, დასაბრუნებელი ნივთი და დაბრუნების ან გადაცვლის მიზეზი.
თუ ნივთს აღმოაჩნდა დეფექტი ან საწარმოო ხარვეზი, შემოგთავაზებთ მის დაბრუნებას ან გადაცვლას. ასეთ შემთხვევაში დაბრუნებისა და ხელახალი მიწოდების საკურიერო ხარჯებს სრულად ჩვენ ვფარავთ.
თუ ნივთი დაზიანებული არ არის და მისი დაბრუნება თქვენი სურვილით ხდება, ნივთის ჩვენამდე გამოგზავნის ორგანიზება და შესაბამისი საკურიერო ხარჯის დაფარვა თქვენი პასუხისმგებლობაა. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ჩვენი კურიერის გამოგზავნაც უზრუნველვყოთ. ამ შემთხვევაში საკურიერო მომსახურების ღირებულება გამოიქვითება დასაბრუნებელი თანხიდან.
გთხოვთ, ნივთი დააბრუნოთ პირვანდელ მდგომარეობაში, სათანადო შეფუთვით.
თანხის დაბრუნება
დაბრუნებული ნივთის გამოგზავნის შემდეგ, თანხის დაბრუნება განხორციელდება გადახდის თავდაპირველი მეთოდით — იმავე ბარათზე ან ანგარიშზე, რომლითაც შეკვეთის საფასური გადაიხადეთ.
თანხის დაბრუნების ინიცირების შემდეგ, თანხის თქვენს ანგარიშზე ასახვას, როგორც წესი, 1–3 სამუშაო დღე სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ასახვის ზუსტი დრო შესაძლოა ბანკის დამუშავების ვადებზე იყოს დამოკიდებული.
ნაკლიანი, დაზიანებული ან არასწორი ნივთი
თუ მიღებული ნივთი დაზიანებული, ნაკლიანი ან შეკვეთასთან შეუსაბამოა, გთხოვთ, მიღებისთანავე დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე info@lemann.fashion, ტელეფონზე +995 555 742 727 ან ჩვენს Instagram და Facebook გვერდებზე.
შეტყობინებაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, დაურთეთ ნივთის ფოტოები.
თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ და შემოგთავაზებთ შესაბამის გამოსავალს — ნივთის გადაცვლას დაუზიანებელ, შესაბამის პროდუქტზე ან თანხის დაბრუნებას.
ასეთ შემთხვევებში დაბრუნებისა და ხელახალი მიწოდების საკურიერო ხარჯებს სრულად ჩვენ ვფარავთ.
